საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გიწვევთ, შემოგვიერთდეთ მოხალისედ ახალ კორონა ვირუსზე (COVID-19) რეაგირების ჯგუფში.
ონლაინ ტრენინგ მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში, თქვენ გახდებით რეაგირების ჯგუფის წევრი და დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი.
მადლობას გიხდით მზაობისათვის, გახდეთ მოხალისე და დაეხმაროთ მაღალი რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებს.
გისურვებთ წარმატებას!